Picture of author.

Para outros autores com o nome Kenneth R. Miller, veja a página de desambiguação.

19 Works 1,358 Membros 25 Reviews

About the Author

Kenneth R. Miller is professor of biology at Brown University and the critically acclaimed bestselling author of Only a Theory, Finding Darwin's God. Among his honors are the Stephen Jay Could Prize from the Society for the Study of Evolution, the Laetare Medal from the University of Notre Dame, mostrar mais and the Award for Public Engagement with Science from the American Association for the Advancement of Science. mostrar menos
Image credit: wikipedia

Séries

Obras de Kenneth R. Miller

Etiquetado

Conhecimento Comum

Nome de batismo
Miller, Kenneth Raymond
Data de nascimento
1948
Sexo
male
Nacionalidade
USA
Educação
Brown University (Sc.B ∙ Biology - 1970)
University of Colorado (Ph.D - Biology -1974)
Ocupação
professor
Premiações
Exploratorium's Outstanding Educator Award
Fellow of the American Association for the Advancement of Science
American Society for Cell Biology Public Service Award (2006)
Award for Public Understanding of Science and Technology (2008)
Laetare Medal (2014)
Pequena biografia
Kenneth R. Miller is professor of biology at Brown University. His scientific papers and reviews have appeared in leading journals, including Cell, Nature, and Scientific American. Miller is coauthor, with Joseph S. Levine, of four high school and college biology textbooks that are used by millions of students nationwide. In 2007, he was named a Fellow of the American Association for the Advancement of Science and received the Exploratorium's Outstanding Educator Award. He lectures widely and has appeared on NPR's Science Friday and The Colbert Report. [from Only a Theory (2008)]

Membros

Resenhas

Kenneth Miller writes well, and explores evolution, biology, philosophical arguments for free will, and neuroscience. His book has many insights, but is hard to summarize. He discusses first the contemporary biologists and philosophers like Richard Dawkins and Stephen Jay Gould who seek to reduce all of human achievement to hard-wired evolution, opposed by Marilynne Robinson and others, who sense that "The Death of Adam" creates problems for morality. Miller scoots over a history of evolutionary thought, as far back as 1655, when philosopher Isaac de la Peyrere who, inspired by finding stone tools suggested people existed prior to Adam. The book was burned. The problem of free will comes up, with modern evolutionists denying that it can exist, since all behavior is so determined by forces and events we cannot sense. There is a technical argument about genes on chromosome 2 that prove a kinship with great apes, apart from the human paleontology. Miller discusses consciousness and how it might be represented in the brain, citing Stephan Dehaene's work on event related potentials, suggesting a "global ignition pattern" of synchronized firing in the brain underlies consciousness. Many philosophers are critical of this materialism, but Thomas Nagel concedes "So far as we can tell, our mental lives, including our subjective experiences, and those of other creatures, are strongly connected with and probably strictly dependent on physical events in our brains and on the physical interaction of our bodies with the rest of the physical world".
How can free will emerge from responses in a system that is dependent on physical events, without violating cause and effect? Perhaps quantum entanglement from electrons in microtubules, producing changes in neuronal firing rates that are acted on by the rest of the brain to generate the undetermined choices that underly free will (Penrose and Hameroff). The other possibility is in the instantaneous changes in synaptic sensitivity after the passage of a stimulus, resetting the criteria for processing new information, and therefore the result of the processing, allowing for mental changes to alter responses to stimuli. The number of degrees of freedom that humans have is far greater than other creatures. "We are the only creatures whose members can imagine the adaptive landscape of possibilitis beyond the physical landscape, who can "see" across the valleys to other conceivable peaks" (Daniel Dennett). However, in evolution, free will might exist only as an illusion: "The illusion of free will is deeply ingrained precisely because it prevents us from falling into a suicidally fatalistic state of mind - it is one of the brain's most powerful aids to survival" (Rita Carter).
Conway Morris published "The Runes of Evolution", studying convergences of evolution in organisms as they fill the same niches in the environment. Perhaps intelligence is a solution to a particular niche, and may have evolved in disparate organisms, possibly the octopus. "They possess camera like eyes that are remarkably like ours, and have similar visual processing architecture. Lacking an internal skeleton they have no joints. Yet when grasping large objects, a wave of muscular contractions stiffens the tentacle in a way that forms a pseudo-joint very much like our elbow to leverage the weight. They learn readily, exhibit individual personality and playfulness, employ tools, and show amazing adaptability in solving problems."

Miller comes to a conclusion that humans should be aware of their biological heritage and place in evolution, but also respond with joy and delight as the branch of living diversity that evolved to make sense of it all. "Far from diminishing us, kKnowing the details of Adam's journey enobles us as the carrier of something truly precious - the genetic, biological and cultural heritage of life itself"
… (mais)
 
Marcado
neurodrew | Aug 11, 2021 |
Cover is VERY worn
 
Marcado
FEC | Jun 29, 2017 |
ფრიად საინტერესო და მნიშვნელოვან თემას ეხება წიგნი. ალბათ კენ მილერისნაირი მეცნიერებიც არ აირან ბევრნი. ევოლუციური ბიოლოგიის თავდადებული დამცველი და ამავე დროს ღრმა მორწმუნე კათოლოკე. მილერის ღმერთი არ არის აბსტრაქტული, დეისტური, პანთეისტური, უბრალოდ სიყვარულის სინონიმი. მას სჯერა აბრაამის ღმერთი, რომელიც მოსეს ელაპარაკებოდა ცეცხლომდებული ბუჩქიდან. მას სჯერა რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა და ქალწულისგან იშვა. მოკლედ მას სჯერა ყველანაირი ქრისტიანული ნონსენსის. მილერი ამ წიგნით ცდილობს ორი დაპირისპირებული მხარის ევოლუციური ბიოლოგიის, (საერთოდ მეცნიერული ხედვის) და რელიგიის შერწყმას, გაერთიანებას იქ სადაც ისინი მშვიდობიანად თანაარსებობენ და ავსებენ ერთმანეთს.
წიგნი შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ, პირველ ნაწილს წარმოადგენს "ევოლუცია კრეაციონიზმის წინააღმდეგ" სადაც ავტორი წარმატებით ახერხებს დაგვანახოს ევოლუციის ჭეშმარიტება და კრეაციონიზმის სიყალბე, სიმყიფე და ლოგიკის ხარვეზები.
ყველა ტიპის კრეაციონისტულ მიდგომებზე თითო თავია გამოყოფილი. დაწყებული ახალგაზრდა დედამიწის მომხრეების მეცნიერული ფაქტების მთლიანად უარყოფიდან. დამთაავრებული ყველაზე "განვითარებული" კრეაციონისტების მტკიცებებით, რომლებიც ევოლუციას ნაწილობრივ უარყოფენ, მაგალითად ბიოლოგი მაიკლ ბიჰი, რომელსაც მეტი გზა არ დარჩენია, გარდა იმისა რომ აღიაროს ადაამიანის და პრიმატის საერთო წარმომავლობა, მაგრამ მტკიცედ ებღაუჭება, უჯრედული ბიოქიომიური პროცესების "განუყოფელ სირთულეს" და შესაბაამისად დიზაინს. მილერს არაერთი მყარი არგუმენტი და ფაქტი მოყავს ევოლუციის სასარგებლოდ. წიგნის პირველი, მეცნიერული ნაწილი, ნამდვილად სასარგებლოა და მაღალ შეფასებას იმსახურებს.
თუ გაინტერესებთ რატომ ცდებიან კრეაციონისტები, როცა ამბობენ რომ ბაქტერიის ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტულობა უკვე განსაზღვრულია გენებში და ევოლუცია არაფერ შუაშია, კონტრ არგუმენტისთვის მიმართეთ მილერს. თუ გაინტერესებთ როგორ მუშაობს რადიომეტრული დათარიღება, ან რა პრობლემები აქვს ე.წ განუყოფელ სირთულეს, თუ რას გვეუბნება ნამარხები, თუ რა პრობლემები აქვს კრეაციონისტი ფილიპ ჯონსონის მტკიცებაას თითქოს მაგნიტური ველი გვაჩვენებს რომ დედაამიწა ახალგაზრდაა. მიმართეთ მილეერს, ის ნამდვილად დაგეხმარებათ ამ ყველაფერში.
მოკლედ ევოლუციის მხრივ ეს წიგნი ძალიან სასარგებლო და საინტერესოა. კარგად აჩვენებს თუ რატომ ცდებიან კრეაციონისტები.
მეორე ნაწილი კი ევოლუციის და ტრადიციული თეიზმის გაერთიანების მცდელობაა, რომელიც ჩემი პირადი აზრით ნონსენსია. ავტორი ცდილობს დაგვანახოს რომ God is OK with chance, ღმერთს არათუ კარგი ურთიერთობა აქვს შემთხვევითობასთან არამედ იყენებს კიდეც, ამით აიხსნება სწორედ ევოლუცია. საბედნიეროდ მილერი არ არის იმდენად ბანალური რომ ღმერთის არსებობა მეცნიერებით ამტკიცოს. თუმცა კი მოხერხებულად ცდილობს კვანტურ განუსაზღვრელობაში ჩააკვეხოს შემოქმედი, სადაც შემოქმედსაც და ადამიანსაც რჩებათ თავისუფალად მოქმედების შესაძლებლობა.
ბევრი თეისტური ნონსესის მიუხედავად ზოგიერთ ადგილას ავტორის მოსაზრებებს ვიზიარებ, მაგალითად იმას რომ თუ კრეაციონისტებს არ აქვთ პრობლემა აღიარონ აწმყოში არსებული ბიოლოგიური პროცესების მთლიანად ნატურალისტური ხედვა, მაშინ უაზრობაა მაინცდამაინც წარსული მოვლენების ჯადოსნურ საბურველში გახვევა. სიცოცხლე მოქმედებს ან ჯადოსნურად ან ნატურალური პროცესების შედეგად. ვეთანხმები იმაშიც რომ ევოლუცია არ (ვერ) გამორიცხავს ღმერთს ზოგადად, მაგრამ ავტორის აზრის საწინააღმდეგოდ მინიმუმ პრობლემას უქმნის და მაქსიმუმ გამორიცხავს ბიბლიურ დაბადებისეულ შექმნის ისტორიას. და ასევე ყველაზე მთავარს ადამიანის სპეციალურ როლს, შემოქმედებაში. მილერი სრულად იზიარებს იმას რომ ევოლუციას არ აქვს მიზანი და ადაამიანის ჩამოყალიბება სრულიად შემთხვევითი პროცესი იყო, მაგრამ მას მაინც ჯერა ადამიანის სპეციალური როლის, სულის და ღვთიური გეგმის.
დაბადების და ევოლუციის (ზოგადად მეცნიეერული მტკიცებების) წინაღმდეგობებს სრულიად უბრალოდ ჭრიან მორწმუნეები, მილერიც ამ ხერხს მიმართავს და ამბობს რომ ბიბლიაში ყველაფეერი პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. ამის საჭიროებას კი სრულიად ადვილად გვანახებს იმ ფაქტით რომ დაბადების პირველ თავში ღმერთი ქმნის კაცს და ქალს. მეორე თავში კი ჩანს რომ ადამი მარტოა და ამიტომ ღმერთი მისი ნეკნისგან ქმნის ევას. "აი ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებები" ამბობს მილერი და ასკვნის რომ ე.ი დაბადება პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. მაგრამ დედამიწის ზურგზე არც ერთ მორწმუნეს და მათ შორის მილერს არ აქვს ახსნა იმისა თუ რა უნივერსალური კრიტერიუმით უნდა ვირწმუნოთ რომელიმე აბზაცი და რომელი უნდა დავიწუნოთ.
კითხვისას ხშიად ვფიქრობდი, თუ ევოლუცია, ტრადიციული ღმერთის შემოქმედების ნაწილია, მაშინ როდის გაჩნდა სული? ჩამოყალიბდა ევოლუციურად? თუ ერთ დღეს ღმერთმა გადმოიხედა და დაინახა, რომ ერთ-ერთი პრიმატი უკვე საკმარისად განვითარებულიყო და გადაწყვიტა სულის ჩუქება? მილერი ხშირად იხსენიებს ადამიანს, როგორც არსებას, რომელმაც დაიმსახურა სული.
კრეაციონისტების არგუმენტების გაბათილებასთან ერთად ავტორს ისინი ერთგვარ მსხვერპლადაც გამოყავს. ისინი თურმე ათეისტების და მატერიალისტების ულმობელი ევოლუციური ინტერპრეტაციების მსხვერპლნი არიან. თორე ისე მილერისნაირი სასიამოვნო მორწმუნე ევოლუციონისტები დაამშვიდებდნენ ამ საწყალ შეშინებულ კრეაციონისტებს და აუხსნიდნენ რომ ევოლუცია კი არ გამორიცხავს ღმერთს არამედ, თავად ღმერთმა აირჩია სიცოცხლის გასაჩენად ნატურალისტური ფიზიური კანონზომიერებები და რომ ღმერთის ძებნა უცოდინარობის ხვრელებში არ არის სწორი. მაინც ყველაფერი ათეისტების ბრალია თორე ალბათ მაიკლ ბეჰე, ფილიპ ჯონსონი და კენ მილერი ცრემლიანი თვალებით გადაეხვეოდნენ ერთმანეთს.
მიუხედავად იმისა რომ მილერს ბევრ რამეში არ ვეთანხმები და მისი თეისტური სენტიმენტები ნონსენსად მეჩვენება, მაინც საინტერესო წიგნია, განსაკუთრებით პირველი ნაწილი, მაგრამ მეორე ნაწილში, ხანდახან მეჩვენებოდა რომ გაუმჯობესებული თეოდორე გაგნიძის ლექციას ან რამე მსგავს ვკითხულობდი.
(თუმცა თეოდორეს და მილერის შედარება ძაალიან დიდი სისასტიკეა ჩემი მხრიდან, მილერი ბევრიად სასიამოვნო მორწმუნეა, მისგან განსხავებით არც რასისტული აზრები აწუხებს და არც ყურმოკრული მეცნიერებით ცდილობს აუდიტორიაზე გავლენის მოხდენას. მილერი თავის საქმის მოყვარული მეცნიერია რომელიც კრეაციონიზმს სერიოზულ ოპონირებას უწევს, წერს სახელმძღვანელოებს ევოლუციაზე და დადებით როლს ასრულებს მეცნიერების პოპულარიზებასა და განათლების დონის ამაღლებაში. ასევე მნიშვნელოვანია მისი როლი რწმენის და მეცნიერების, თანაარსებობისთვისაც. მე პირადად მიმაჩნია, რომ რელიგიური რწმენა არაადეკვატურია, მაგრამ ბევრი ადამიანი ვინც ამ აზრს არ იზიარებს ან არ არის მზად გაიზაიროს ალბათ ჯობია რომ მილერს მიემხროს ვიდრე გაცილებით აბსურდულ კრეაციონისტულ პოზიციას.
… (mais)
 
Marcado
Misha.Kaulashvili | outras 16 resenhas | Aug 22, 2016 |
"დარვინის ღმერთის" შემდეგ, რომელიც კენ მილერის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია "გონებრივი დიზაინის" კრიტიკის თვალსაზრისით, ძალიან მაინტერესებდა მისი მეორე წიგნი "მხოლოდ თეორია" ბოლოს როგორც იქნა მისი დროც დადგა.

წიგნი იწყება ID-ის არგუმენტების გაბათილებით და ეხება მათ ძირითად მტკიცებებს, როგორიცაა irreducible complexity "განუყოფელი სირთულე" უილიამ დემბსკის "სპეციალური სირთულე" და "ინფორმაციის შენახვის კანონი" რომელიც ამბობს რომ შეუძლებელია ბუნებრივმა კანონებმა წარმოქმნან ახალი ინფორმაცია.

ID-ის არგუმენტების გაბათილებას, ისედაც მცირე წიგნში, არც თუ ისე დიდი ადგილი უკავია, თუმცა მილერი ძალიან კარგ, ნათელ და მოკლე დემონსტრირებას აკეთებს თუ რატომ არის ID მცდარი, არამეცნიერული, რელიგიურად მოტივირებული ფსევდომეცნიერება. მე ვფიქრობ ამ საკითხში მილერი ერთ-ერთი საუკეთესოა

წიგნის მეორე ნაწილში ავტორი ID-ის კრიტიკას განაგრძობს არა მეცნიერულ, არამედ პოლიტიკურ და სოციალურ ჭრილში. თუ რა საფრთხეს შეიცავს ID არა მხოლოდ ევოლუციისთვის არამედ ზოგადად მეცნიერებისთვის, ამერიკის მეცნიერული სულისთვის.

მართალია პირველი ნაწილი ისეთი ძლიერი და ყოვლისმომცველი არაა როგორც "დარვინის ღმერთში" მაგრამ ძალიან საჭირო და საინტერესო.
მეორე ნაწილშიც ძირითადად ვეთანხმები მილერს, ცოტა რელიგიურ და ერთი ორ სხვა სადავო შეხედულებას თუ გამოვაკლებთ.

"დარვინის ღმერთის ძიებაში" აშკარად უფრო ძლიერი წიგნია, მაგრამ ისე მოხდა რომ მას ჩემგან სამი ვარსკვლავი ერგო, წინამდებარე წიგნს კი ოთხი. "დარვინის ღმერთს" ხუთსაც დავუწერდი სიამოვნებით, თეიზმის და ევოლუციის შეჯვარება რომ ამოგვეღო წიგნიდან. ამ წიგნში ეს შეჯვარება ძალიან მცირე დოზით მოხვდა, რამაც ცოტა გაზარდა მისი რეიტინგი.
ასევე აქ მილერმა მეტ ნაკლებად გასცა პასუხი ჩემთვის საინტერესო კითხვაზე, რომელიც "დარვინის ღმერთმა" დამიტოვა. კერძოდ: როგორ ეწყობა ერთმანეთს ევოლუცია და ადამიანის ცენტრალური როლი შემოქმედაბაში. ბიბლია ამბობს "თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად" აღსანიშნავია რომ ეს არ არის ბიბლიის რომელიმე რიგითი პასაჟი რომელის ათასგვარ ინტერპრეტაციას მიმართავენ მორწმუნეები. ეს ქრისტიანული რწმენა-წარმოდგენების ცენტრალური ნაწილია: - სამყარო ადამიანისთვისაა შექმნილი. მეორეს მხირვ ევოლუცია გვეუბნება, რომ თუ ევოლუციურ პროცესს ვიდეოლენტის მსგავსად გადავახვევთ უკან, ყოველ ჯერზე მივიღებთ ბუნების განსხვავებულ ისტორიას. შესაძლოა მეორედ პრიმატი და ადამიანი არც კი წარმოიშვას. ევოლუცია ბრმა პროცესია, მას სრულებით არ აქვს მიზანი წარმოქმნას ადამიანი ან სხვა რომელიმე არსება. ის რაც არსებობს, ბუნების შემთხვევითი მოვლენების კასკადური ისტორიაა.

მილერი ამ პრობლემას შემდეგნაირად ხსნის: ევოლიცია ადაპტაციური სივრცეების მეშვეობით ქმნის მსგავს სტრუქტურებს, ადაპტაციური სივრცეები წარმოადგენენ ნიშებს, სადაც მოქმედებენ გარკვეული ბუნების კანონები. ასეთი მსგავსი სივრცეები შეზღუდვებისა თუ შესაძლებლობების წყალობით ორ მნიშვნელოვნად დაცილებულ შტოს ათავსებენ თანაბარ პირობებში, სადაც ვითარდება მეტ ნაკლებად მსგავსი მახასიათებლები. მაგალითად მოყავს ძველ მსოფლიოს 100 მილიონი წლით მოწყვეტილი ავსტრალია, რომელმაც ბოლო 100 მილიონი წელი საკუთარი ევოლუციური გზა განვლო და ჩამოაყალიბა ჩანთოსანი ძუძუმწოვრების განშტოება, რომლის ბევრი სახეობა, არაჩვეულებვრივად გავს, ევრაზიის და აფრიკის ძუძუმწოვრებს. მილერი სპეკულირებს, რომ ევოლუციის "რესტარტის" შემთხვევაში ნამდვილად არ მოხდება ისე როგორც ჩვენ ვიცით ევოლუციური ისტორიიდან, ალბათ არ განვითარდება პრიმატების ჯგუფი, არც ადამიანი, მაგრამ, იმის გამო რომ ადაპტაციური სივრცეები წარმოქმნიან მსგავს მახასიათებლებს, ალბათ გაჩნდებოდა მოაზროვნე არსება, რომელიც დასვამდა ჩვენ მსგავს სიღრმისეულ კითხვებს, თუ სად ვართ, ვინ ვართ და საიდან მოვედით.

ალბათ ეს ყველაზე კარგი არგუმენტია, იმათგან რაც შეიძლება მორწმუნემ მოიფიქროს, ევოლუციის შემთხვევითობის და თეიზმის პრედეტერმინებული ღვთაებრივი მიზანის გასაერთიანებლად. თუმცა ამ არგუმენტსაც ბევრი პრობლემა აქვს. ქრისტიანობა ცენტრალურ ადგილს ანიჭებს არა ცალსახად აზროვნებას და ინტელექტს, (თუმცა ისინი ადამიანისთვისაა მხოლოდ დამახასიათებელი) არამედ სახეობა ადამიანს. შეიძლება ეს საკმათოა, თუმცა აღსანიშნავია სხვა პრობლემებიც, ჩემი აზრით მილერი ზედმეტად დარწმუნებულია იმაში რომ მსგავსი პრინციპი აუცილებლად შექმნის მოაზროვნე არსებას. ეგზო პლანეტარული აღმოჩენების ეპოქის გარიჟრაჟზე, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ აღმოვაჩენთ, რაგინდ დიდი რაოდენობის პლანეტებს, სადაც იქნება სიცოცხლე, მარტივიც და რთულიც, რომელზეც არ იქნება ინტელექტუალური რასა ტექნოლოგიური ცივილიზაციით. თუმცა შესაძლოა ბევრგან იყოს კიდეც, მაგრამ ჩემი აზრით მილერის შემოთავაზებული პრინციპი არ ქმნის არანაირ აუცილებლობას დედამიწის მსგავს პლანეტაზე წარმოიქმნას ინტელექტუალური არსება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სწორედ ევოლუციური პროცესის ძალიან ბევრი კასკადური მოვლენის საჭირო პრინციპით აწყობა. ინტელექტი ძალიან მაღალი დონის იარაღია, რომელის ჩამოყალიბებამაც ბევრი ბეწვის ხიდი უნდა გამოიაროს. რასაც ევოლუციის ყოველი "რესტარტი" არ მოიტანს. ალბათ იქნება ბევრი ალტერნატიული სამყარო სადაც, მარდი ფეხები, ბასრი ბრჭყალები და მსგავსი მახასიათებლები სრულიად საკმარისი იქნება გადარჩენისთვის ბრძოლაში.

უნდა ავღნიშნო რომ მილერი ძალიან კარგად წერს, ნათლად და გასაგებად აყალიბებს არგუმენტებს და ერთ-ერთი საუკეთესოა ევოლუციის და გონებრივი დიზაინის საკითხებზე მსჯელობაში.

წიგნი ასევე მნიშვნელოვანია, იმით რომ მილერი ID-ის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მიზნებს ააშკარავებს, სწორად წარმოადგენს მათ როგორც არა რიგითი მეცნიერული რევოლუციის სულისჩამდგმელებს, როგორც თავად მათ მიმდევრებს წარმოუდგენიათ, არამედ როგორც ფუნდამენტალისტ ადამიანებს რომლებსაც უნდა მთელ მეცნიერებას გამოაცალონ ფუძე და ძიების ნატურალისტური პრინციპები ჩაანაცვლონ ზებუნებრივის დაშვებით. თუ მეცნიერება დაუშვებს რომ მიწისძვრა სადღაც შესაძლოა ვინმეს ცოდვების გამო ხდება, თუ მეცნიერება თანაბრად განიხილავს დაავადების წყაროდ ვირუსს და ეშმაკით შეპყრობას მაშინ ის მეცნიერება დაღუპულია, რადგან ზებუნებრივი თეორიების შემოწმება პრინციულად შეუძლებელია, შესაბამისად მეცნიერული ცნობისმოყვარე სულიც ნელ ნელა გაუჩინარდება, ბოლო-ბოლო რატომ იმტვრიო თავი რთული ექპსერიმენტებით, მათემტიკით, დაკვირვებით. როცა უფრო ადვილია რომელიმე ზებუნებრივ ძალას დააბარლო?

მილერის აზრით, კულტურული რელატივიზმი რომელიც ID-ის სახით ამერიკის საზოგადოებაში შეიჭრა საფრთხეს უქმნის ამერიკის მეცნიერულ სულს.

რეკომენდაციას ვუწევ ყველას.
… (mais)
 
Marcado
Misha.Kaulashvili | outras 5 resenhas | Aug 22, 2016 |

Listas

Prêmios

You May Also Like

Associated Authors

Estatísticas

Obras
19
Membros
1,358
Popularidade
#18,931
Avaliação
4.0
Resenhas
25
ISBNs
77
Idiomas
1

Tabelas & Gráficos